საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები 1991-1992 წლებში დაიწყო. 1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (Partnership and Cooperation Agreement - PCA). ხელშეკრულება მოიცავდა მრავალ სფეროს, რომლის მიხედვით, მხარეები იღებდნენ ვალდებულებას, ერთობლივად ემუშავათ გარკვეული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიზნების მისაღწევად.