ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასითებს ფარული და გაგნგრძობადი ხასიათი და სპეციფიური რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ. მცდარია მოსაზრება, თითქოს ძალადობა მხოლოდ ცოლ–ქმარს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე წარმოიშობა. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, იძულება .
ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვეევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სამინისტრო სხვა უწყებებთან და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს ოჯახში ძალადობის დაძლევაზე. ამ მიზნით 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ". შსს წარმომადგენლები მონაწილეობას ღებულობენ ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობაში, რომელიც შეიმუშავებს და კოორდინაციას უწევს ოჯახში ძალადობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას.
საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული კონვენციები
გაეროს კონვენცია „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ რატიფიცირებული საქართველლოს პარლამენტის მიერ 1994 წლის 22 სექტემბერს #561 დადგენილებით.
სახელმწიფო თავშესაფარი
ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლთა განთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისთვის არსებობს 3 დამოუკიდებელი გზა:
- მსხვერპლის სატატუსის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი საბჭო;
- შემაკავებელი ორდერი;
- დამცავი ორდერი
მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 116 006
ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია
2012 წლის მაისში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. სსსკ–ის მუხლი 111 განსაზღვრავს ოჯახის წევრთა წრეს და მიუთითებს კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩამონათვალზე, რომელთა ჩადენის შემთხვევაში კეთდება შესაბამისი მითითება აღნიშნულ მუხლზე. ხოლო მუხლი 1261 განმარტავს ოჯახში ძალადობის კრიმინალურ ხასიათს და აწესებს პასუხისმგებლობას ჩადენილი ქმედებისათვის.
რეაგირება ოჯახში ძალადობაზე
შსს სამინისტროს მასშტაბით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საუბნო სამსახური აქტიურად არის ჩართული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ოჯახში ძალადობის შესახებ ფაქტის ცნობის საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გადის შესაბამისი ეკიპაჟი. იმ ადგილებში, სადაც არ ვრცელდება საპატრულო პოლიციის სამოქმედო კვადრატი, გამოძახებაზე გადის უბნის ინსპექტორი. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.
შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით 1751 და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით 3811.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შსს აკადემიის სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. აკადემია ყოველწლიურად ახორცილებს ოჯახში ძალადობის საგნის სწავლებას საბაზისო კურსით, რომლითაც გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების შესწავლა:
- ოჯახის წევრთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახში ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები, დამცავი და შემაკავებელი ორდერი;
- ოჯახში ძალადობის სახეობები;
- ოჯახში ძალადობის სავარაუდო შედეგები;
- ოჯახში ძალადობის გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება;
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია.
სამინისტრო სამართალდამცავთა გადამზადების საკითხებში ასევე თანამშრომლობს ადაგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე მონაწილეობას ღებულობს ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ კვლევებში.აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელო პოლიციელთათვის ოჯახში ძლადობის საკითხებზე და სახელმძღვანელო პოლიციის მუშაკთა ტრენერებისათვის.
ამ მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის პერმანეტულად მიმდინარეობს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.
თუ თქვენ გახდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის თაობაზე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე:
112 გადაუდებელი დახმარების ნომერი 24/7 საათის განმავლობაში
სპეციალურად დატრეინინგებული ოპერატორების დახმარებით პოლიცია მოახდენს დროულ და ოპერატიულ რეაგირებას შემოსულ ინფორმაციაზე.
მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი:
116 006