შს სამინისტროს დანაყოფების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა შესაბამის უწყებებთან. დეპარტამენტის კოორდინაციით იგეგმება და ხორციელდება ექსპერტული ვიზიტები/შეხვედრები, ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რომელთა ფარგლებში ხდება არსებული გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკისა და რეფორმების ურთიერთგაზიარება.