112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელოვანი ამოცანაა. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველო კოორდინაციას უწევს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის ინსტრუმენტების ფარგლებში შს სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი ვალდებულებების შესრულებასა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებას. სამმართველო ეხმარება სამინისტროს დანაყოფებს, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირისა და ნატოს ეგიდით სხვადასხვა პროგრამებში/პროექტებში და თანამშრომლობა დაამყარონ ევროკავშირისა და ნატოს სპეციალიზებულ სააგენტოებთან. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველო უზრუნველყოფს ევროკავშირისა და ნატოს სტრუქტურების მიერ სამინისტროსთან ერთობლივად დაგეგმილი საქმიანობისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას.



საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:

http://infocenter.gov.ge/ge/

https://mod.gov.ge/ge/page/38/tanamshromloba-natostan

https://www.nato.int/cps/en/natolive/topics_38988.htm


საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:

https://mfa.gov.ge/

https://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx

http://infocenter.gov.ge/euinfo-georgia-history/#1

https://eeas.europa.eu/delegations/georgia_en