საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებისა და სამინისტროს დანაყოფების საქმიანობის ხელშეწყობის, სამართალდაცვით სფეროში სწრაფი და ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით.
დეპარტამენტი საერთაშორისო სამართლებრივ თანამშრომლობას წარმართავს საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის სრულყოფის, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების, გატარებული რეფორმების ექსპორტისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიების, ასევე საერთაშორისო ანგარიშგების მიმართულებით.