შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია თანამშრომლობის განვითარება საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის წევრ და სხვა ევროპულ ქვეყნებთან. აგრეთვე, მნიშვნელოვანია წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობის განხორციელება მეზობელ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან.
პარტნიორ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანი განხორციელებისა და სამომავლო სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრებსა და ვიზიტებს.
დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო შეხვედრებისა და ვიზიტების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://police.ge/ge/press-center/news?t=6