საქართველოს მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეებისა და საქართველოში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების პოლიციის ატაშეების/მეკავშირე ოფიცრების ქსელის გამოყენებით დეპარტამენტი ახორციელებს ეფექტიან საერთაშორისო თანამშრომლობას.
საქართველოს პოლიციის ატაშეები წარგზავნილი ჰყავს 16 პარტნიორ ქვეყანაში, საიდანაც აგრეთვე იფარება დამატებით 7 პარტნიორი ქვეყანა: ავსტრია (აკრედიტებულია ასევე უნგრეთში), აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბელგია (ამავე დროს არის შს სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი ნატოში), გერმანია, ესპანეთი, თურქეთი, იტალია, ნიდერლანდები (ამავე დროს არის მეკავშირე ოფიცერი ევროპოლში), პოლონეთი (აკრედიტებულია ასევე ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში), საბერძნეთი, საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა, შვედეთი (აკრედიტებულია ასევე დანიაში, ნორვეგიასა და ფინეთში), ჩეხეთი.