წლიურ ეროვნულ პროგრამასთან ერთად, ალიანსთან თანამშრომლობის ეფექტიანი საშუალებაა ე.წ. დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის დოკუმენტი (PARP), რომელსაც საქართველო 1999 წლის მარტში მიუერთდა. აღნიშნულ პროცესში ორწლიანი ციკლის ფარგლებში, ქვეყანა ახორციელებს შერჩეულ პარტნიორობის მიზნებს, რაც ხელს უწყობს თავსებადობის ამაღლებას და ნატოს ხელმძღვანელობით განხორციელებულ სამშვიდობო ოპერაციებში წარმატებულ მონაწილეობას.
აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, შსს-ს კომპეტენციაში შემავალი საკითხები ძირითადად საზღვაო უსაფრთხოების განვითარებას ეხება, როგორებიცაა:
- სანაპირო დაცვის კატარღების მოდერნიზაცია და ნატოს სტანდარტებისათვის მორგება;
- პორტებისა და ყურეების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება;
- ხმელთაშუა ზღვაში ანტიტერორისტული ოპერაცია „ზღვის მცველის“ მხარდაჭერა.