112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

დონორთა კოორდინაცია

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველო დონორული დახმარების მოზიდვის მიზნით პროაქტიულ რეჟიმში მუშაობს პარტნიორ ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან, რაც ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციონალურ განვითარებას.

სამმართველო ახორციელებს სამინისტროში საჭიროებათა ანალიზს, მონაწილეობს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში, კოორდინაციას უწევს დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ დაფინანსებულ პროექტებს და უზრუნველყოფს დამატებითი დონორული დაფინანსების მოზიდვას სხვა საერთაშორისო წყაროებიდან, რაც ხელს უწყობს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების განვითარებასა და საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა, რომლებიც ითვალისწინებს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებისა და აღჭურვილობის/ინფრასტრუქტურის განახლების გზით. სამმართველო პროექტებსა და პროგრამებს ახორციელებს ისეთი მნიშნველოვანი თემატური მიმართულებებით, როგორიცაა: საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა, ეფექტური გამოძიება, დანაშაულის პრევენცია, კიბერდანაშაული, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ტრეფიკინგი, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული საკითხები და დისკრიმინაცია, მართლწესრიგი, საგზაო უსაფრთხოება და სხვ.