25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რუსთავში, შსს-ს „112“-ის ახალ ცენტრს გახსნიან. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. (მისამართი: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირისა და ფალიაშვილის ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორია, იუსტიციის სახლის მოპირდაპირედ).