შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მარია მ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მარია მ. საქართველოში ბელორუსი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 27,2471 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით 13,6684 გრ მეტადონს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).