შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1960 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი თამაზ ხ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა თამაზ ხ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ეფ-1“-ის ტიპის 2 ხელყუმბარა, 161 საბრძოლო ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდი 9 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).