შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მერვე განყოფილებაში მოქალაქემ წარმოადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა საბრძოლო მასალა: „ეფ-1“-ის ტიპის 2 ხელყუმბარა და „ა-კა-ეს“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 1 მჭიდი 30 ვაზნით. ექსპერტიზის დასკვნით, ჩაბარებული საბრძოლო მასალა გამოსაყენებლად ვარგისია.
გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).