შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, ტრადიციად დამკვიდრდა, რომ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების უმცროსკლასელი შვილები, მთელი საქართველოს მასშტაბით, მინისტრსა და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებს ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს სკოლაში მიჰყავთ.
წელს შსს-ს თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორების მოადგილეებმა დაღუპული თანამშრომლების შვილებს სწავლის დაწყება მიულოცეს, შს მინისტრის სახელით საჩუქრები გადასცეს და სკოლაში წაიყვანეს.