შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრის ინიციატივით, სამინისტროს თანამშრომლებმა დაღუპული პოლიციელების უმცრო...
15-09-2016

შს მინისტრის ინიციატივით, სამინისტროს თანამშრომლებმა დაღუპული პოლიციელების უმცროსკლასელი შვილები სკოლაში წაიყვანეს

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, ტრადიციად დამკვიდრდა, რომ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების უმცროსკლასელი შვილები, მთელი საქართველოს მასშტაბით, მინისტრსა და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებს ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს სკოლაში მიჰყავთ.

წელს შსს-ს თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორების მოადგილეებმა დაღუპული თანამშრომლების შვილებს სწავლის დაწყება მიულოცეს, შს მინისტრის სახელით საჩუქრები გადასცეს და სკოლაში წაიყვანეს.