საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს (DEA) სტამბოლის ოფისის და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმძღვანელ პირებთან. მინისტრმა სტუმრებს გააცნო ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი.
მხარეებმა შსს-სა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამებისა და ბიუროების როლის შესახებ.
მინისტრთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.