საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკურ ოფიცერ ტორსტენ დერეკს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარება განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.