შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცე...
23-02-2015

საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკურ ოფიცერ ტორსტენ დერეკს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარება განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.