შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარ სამმართველოში 1970 წელს დაბადებულმა იური დ-მ ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 714 ცალი საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა სახეობის 25 ცალი ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი:
სულ ჩააბარეს: 1 ცალი „ა-კა 74“-ის მოდელის „კალაშნიკოვი“-ს კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 ცალი „ა-კა-ეს 74“-ის მოდელის „კალაშნიკოვი“-ს კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2714 ცალი საბრძოლო ვაზნა, „კალაშნიკოვი“-ს კონსტრუქციის 12 მჭიდი, 1 ცალი 5,6 მმ კალიბრის კარაბინების და შაშხანების ლულების კომპენსატორი, იარაღის 1 ცალი სამიზნე, 1 ცალი 5,6 მმ კალიბრის იარაღის ლულის წინა ნაწილი, 5 ცალი „ერ-გე-დე-5“-ის ტიპის ხელყუმბარა, 6 ცალი „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა, 2 ცალი „პე-გე-42“-ის ტიპის ხელყუმბარა, 1 ცალი „პე-კა-გე-3“-ის ტიპის კუმულატიური ხელყუმბარა, 1 ცალი პორტატიული კავშირგაბმულობის მოწყობილობა, 1 ცალი „ერ-პე-გე-26“-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 4 ცალი ქარხნული წესით დამზადებული „პე-გა-9“-ს და „ო-გა-9“-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი და „უ-ზე-ერ-გე-ემ“-ის ტიპის 6 ფალია.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).