ვიცი-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობა შეაჯამა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა, ასევე, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პრიორიტეტები მიმოიხილა.