შინაგან საქმეთა სამინისტროში 17-18 სექტემბერს ტარდება ტრენინგი თემაზე – „ინფორმაციის თავისუფლება და დემოკრატიული მმართველობა (საქართველო და საერთაშორისო პრაქტიკა)“. აღნიშნულ ტრენინგს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი და ანალიტიკოსი გოგა თუშურაშვილი, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნათია წკეპლაძე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილი უძღვებიან.
სამინისტროს მხრიდან ტრენინგს ესწრებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირები.
ტრენინგის მიზანია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის სტანდარტების ამაღლება, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა და ამ მიმართულებით პასუხისმგებელი პირების კვალიფიკაციის ამაღლება.