შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ახალციხის ბაზას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს დეტალურად გაეცნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობენ.