შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ.ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1983 წელს დაბადებული რ.ზ., რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნ.ლ. მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართვველოს სსკ-ს 108-ე მუხლით) .