შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ალიკ ბ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტისა და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ გადმოიტანა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის გადმოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი და 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით).