შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი მოლდოვის შსს-ს პოლიციის გენერალური ინსპექტორატის უფროსის მოადგილე გრიგორი კავკალუკს და მოლდოვის შსს-ს პოლიციის გენერალური ინსპექტორატის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს კორნელიუ გროზას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცენტალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე უშანგი ლომიძე და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გრიგოლ ბესელია.
შეხვედრაზე მოლდოვის შსს-ს პოლიციის წარმომადგენლები სამინისტროს მუშაობის პრინციპს, განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებს გაეცნენ. საქართველოს შს სამინისტროში ბოლო წლების განმავლობაში გატარებულ რეფორმებსა და კრიმინალურ პოლიციაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.