შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეთექვსმეტე შეხვედრა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე უწყებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინეს ინფორმაცია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ და აღნიშნეს, რომ აღნიშნული ნივთიერებების ბრუნვის კუთხით, გასულ კვარტალთან მიმართებით სიტუაცია სტაბილურია.
"ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების" შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო კომისია სისტემატურ რეჟიმში, ყოველთვიურად იკრიბება და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
სახელმწიფო კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს ყოველკვარტალურ ანგარიშთან დაკავშირებული საკითხები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კუთხით მსოფლიოში არსებული თანამედროვე ტენდენციები.