შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლაშა მ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას „კალაშნიკოვი“-ს სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ლაშა მ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).