შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოთარ გ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა სხვადასხვა დროს ორი მოქალაქისგან დაიქირავა და იჯარა-შესყიდვის უფლებით აიღო 6 მსუბუქი ავტომანქანა, შემდეგ კი მფლობელების ნებართვის გარეშე ისინი თაღლითურად მიისაკუთრა და უკანონოდ გაასხვისა.
სამართალდამცველებმა უკანონოდ გასხვისებული 4 ავტომანქანა თბილისსა და თელავში, ხოლო 1 ავტომანქანა, დაშლილი სახით, თბილისში, ავტონაწილების ერთ-ერთი ბაზრობიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).