შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ უღელტეხილის სალიანდაგო სამმართველოს უფროსის მოადგილე მერაბ გოგალაძე და შპს „ჩინეთის რკინიგზის“ 23-ე ბიუროს ინჟინერი გრიგოლ ი. კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მერაბ გოგალაძე თავისი სამსახურებრივი ვალდებულების დარღვევით, მისივე სამოქმედო ტერიტორიაზე, სალიანდაგო ხიდის ქვეშ სამუშაოების წარმოებისა და სილიკომანგანუმის უკანონოდ მოპოვების ნებართვების სანაცვლოდ, გრიგოლ ი-ს დახმარებით, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 15 000 აშშ დოლარი.
გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).