შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, გორში მცხოვრები გურამ გ. მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ გ-მ ურთიერთშელაპარაკებისას მასზე გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა ასევე გორში მცხოვრები, 1973 წელს დაბადებული კახა ტ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კახა ტ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გურამ გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).