შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მამუკა ო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 6,61 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,127 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).