შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რეზო ქ. და 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თენგიზ ჩ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ღამით, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, სსიპ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის N10 ფილიალის ერთ-ერთ ოთახში ფარულად შეაღწიეს, ცენტრის თანამშრომლების სამკაულები და სხვადასხვა აქსესუარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რეზო ქ. და თენგიზ ჩ. მომხდარიდან ერთ საათში, თბილისში, გულუას ქუჩაზე დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).