შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს სერვისცენტრის თანამშრომლები – 1978 წელს დაბადებული თემურ ჩერქეზიშვილი და 1979 წელს დაბადებული მამუკა წერეთელი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები თბილისში, სასტუმრო „ალრაშიდი“-ს უცხოელ მფლობელს 1100 ლარის სანაცვლოდ სთავაზობდნენ სასტუმროში განთავსებულ წყლის მრიცხველებზე ხარჯვის მონაცემების შეცვლა-შემცირებას.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.