შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გურამ მ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 5 შეკვრად დაფასოებული, ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას გურამ მ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).