საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს,
მის აღმატებულებას, ბატონ ბერნარდ კაზენოვს
ბატონო მინისტრო,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორისტული თავდასხმების სერიას, რომელიც 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში განხორციელდა.
ეს შემაძრწუნებელი ფაქტი, მსგავსად სხვა განხორციელებული შეტევებისა, არის თავდასხმა ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებზე, რაც თავისუფალი საზოგადოების უმთავრეს პირობას წარმოადგენს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს მხარდაჭერას უცხადებს ტერორიზმისა და დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჩვენი უწყების სახელით გამოვხატავ ღრმა მწუხარებას ფრანგი ხალხისა და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახების მიმართ.
სოლიდარობით,
გიორგი მღებრიშვილი