შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის და გურიის რეგიონალური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1966 წელს დაბადებული ქერიმ ს. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტზე ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, თურქული წარმოების, „Sarsilmaz“-ის ტიპის პისტოლეტი 15 ვაზნით და 1 მჭიდით ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა დაკავებულმა თურქეთიდან შემოიტანა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით).