შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპატამენტის თანამშრომელს, პოლიციის კაპიტან ლევან გილიგაშვილს შეხვდა და ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება პირადად მიულოცა. მინისტრმა ჩემპიონ პოლიციელს საჩუქრად ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ლევან გილიგაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პელსენში გამართულ ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონატზე ლევან გილიგაშვილი 83 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან პირველი ადგილი აიღო და 7 კილოგრამით გააუმჯობესა მანამდე ამ წონით კატეგორიაში, რუსი სპორტსმენის მიერ დამყარებული რეკორდი. მისი სარეკორდო მაჩვენებელი 190 კილოგრამია.
ლევან გილიგაშვილი სპორტის საერთაშორისო ოსტატია, მას მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტიტული: იგი მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი და საქართველოს 12 გზის ჩემპიონია. 2012 წლის შედეგებით კი მან არაოლიმპიურ სპორტულ სახეობებში საქართველოს ათ საუკეთესო სპორტსმენს შორის მეოთხე ადგილი მოიპოვა.