შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, საპატრულო პოლიციის მუშაობის ამსახველი გამოფენა დაათვალიერა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საპატრულო პოლიციის ყოველდღიური მუშაობის ამსახველი ფოტომასალა და ვიდეორგოლები.
ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს დეტალურად გააცნო ახალი ავტომანქანის „ფორდ ინტერსეპტორი“-ს ტექნიკური მახასიათებლები.