შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრმა პრემიერ-მინისტრთან ერთად საპატრულო პოლიციის გამოფენა დაათვალიერა
27-11-2014

შს მინისტრმა პრემიერ-მინისტრთან ერთად საპატრულო პოლიციის გამოფენა დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, საპატრულო პოლიციის მუშაობის ამსახველი გამოფენა დაათვალიერა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საპატრულო პოლიციის ყოველდღიური მუშაობის ამსახველი ფოტომასალა და ვიდეორგოლები.

ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს დეტალურად გააცნო ახალი ავტომანქანის „ფორდ ინტერსეპტორი“-ს ტექნიკური მახასიათებლები.