შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეგიონული პროექტის გუნდის ლიდერს - ალან როსის და რეგიონულ კოორდინატორს - მარია ივჩენკოს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის საგზაო უსაფრთხოების რეგიონული პროექტის ხელმძღვანელებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის არსი და ძირითადი კომპონენტები გააცნო. მხარეებმა განიხილეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში არსებული სიახლეები და პროგრამის განხორციელების პროცესში სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
შსს-ს საგზაო უსაფრთხოების პროგრამის განხორციელებასა და მისი შედეგების შეფასებაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TRACECA-ს რეგიონული უსაფრთხოების პროექტი დაეხმარება.