შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრის მოადგილე ევროკავშირის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეგიონული პროე...
22-10-2015

შს მინისტრის მოადგილე ევროკავშირის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეგიონული პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეგიონული პროექტის გუნდის ლიდერს - ალან როსის და რეგიონულ კოორდინატორს - მარია ივჩენკოს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის საგზაო უსაფრთხოების რეგიონული პროექტის ხელმძღვანელებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის არსი და ძირითადი კომპონენტები გააცნო. მხარეებმა განიხილეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში არსებული სიახლეები და პროგრამის განხორციელების პროცესში სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

შსს-ს საგზაო უსაფრთხოების პროგრამის განხორციელებასა და მისი შედეგების შეფასებაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TRACECA-ს რეგიონული უსაფრთხოების პროექტი დაეხმარება.