8 მარტს, 13 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამშრომელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს პირადად მიულოცავს. მინისტრი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის სამინისტროს 54 თანამშრომელ ქალბატონს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მადლობის სიგელებით დააჯილდოვებს.
ასევე, შს მინისტრის სახელით, შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფის 213 თანამშრომელ ქალბატონს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელი გაეგზავნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი პირველად 2013 წელს აღინიშნა და შს ყოფილი მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ტრადიციად დამკვიდრდა.