შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში მცხოვრები, 1963 წელს დაბადებული ოლეგ შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ოლეგ შ. მეზობელ კორპუსში მცხოვრები ყოფილი მეუღლის, 1977 წელს დაბადებული ბელა ძ-ს სახლში შვილის სანახავად მივიდა. ბრალდებულმა ყოფილი მეუღლეს ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ბელა ძ. რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მიყენებული ჭრილობების შედეგად, ოპერაციის მსვლელობისას გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ოლეგ შ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).