შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა შალვა ბებიაშვილმა ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო ტურნირზე - „რკინის ევრაზია“ პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონი გახდა.
შალვა ბებიაშვილმა 125 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში, სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. მან წოლჭიმში 180 კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში 260კგ დაძლია.
ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული. მასში რვა ქვეყნის ორასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.