შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 31 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირის ნაწილი (სასტუმრო „თბილისი მერიოტიდან“) გადაიკეტება.
რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით ავტომანქანები იმოძრავებენ ჭანტურიას ქუჩის გავლით. კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან მოძრაობა ნებადართულია პუშკინის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა ნებადართული იქნება ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის გავლით.