საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცხინვალის „ლიახვი“-ს საფეხბურთო გუნდებმა გორის ცენტრალურ სტადიონზე ამხანაგური მატჩი გამართეს. თამაში ფრედ 7:7 დასრულდა.
შს სამინისტროს გუნდს წარმოადგენდნენ: შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი იაკობ გეგეშიძე, ამავე ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ზურაბიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვასილ რევიშვილი, შსს-ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძე, შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანდრო მოსიძე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზურაბ გავაშელიშვილი, ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან კვიციანი და უწყების სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები. ამხანაგური თამაშის მიზანია ქართველ და ოს ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.
საფეხბურთო გუნდ „ლიახვი“-ს აღდგენა 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და ხელშეწყობით განხორციელდა. იგი დაკომპლექტებულია ქართველი და ოსი ეროვნების პროფესიონალი ფეხბურთელებით და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის ლიდერია.