ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 3-4 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში მიმდინარეობს, რეგიონული უსაფრთხოების თემაზე ბრიფინგი გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიმართა და რეგიონის უსაფრთხოების აქტუალური საკითხები მიმოიხილა.
ბრიფინგში მონაწილეობდნენ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიოლერი და ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ თავის სიტყვაში, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.
აღნუშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ნატოსა და საქართველოს, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორს შორის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.