მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით შსს-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანაყოფის - კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულება გასაჯაროვდა.
ვინაიდან სამინისტროს პრიორიტეტია ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გაითვალისწინოს არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების რეკომენდაცია სხვადასხვა დანაყოფების დებულებების გასაჯაროებაზე. დებულება უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში.