შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებ...
12-02-2015

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულება გასაჯაროვდა

მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით შსს-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანაყოფის - კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულება გასაჯაროვდა.

ვინაიდან სამინისტროს პრიორიტეტია ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გაითვალისწინოს არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების რეკომენდაცია სხვადასხვა დანაყოფების დებულებების გასაჯაროებაზე. დებულება უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში.