შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდს და მის მრჩეველ ჯულია ტომფსონს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მხარეებმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტსა და შსს-ს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში საზღვრის მართვისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით შსს-ს მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა და რიჩარდ ნორლანდმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე და სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე.